მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სმარტ ინვესტს” რეგისტრაცია გაუუქმდა და მისი ლიკვიდაცია დაიწყო. შესაბამისი განკარგულება საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გამოსცა.
კომპანია ბაზრიდან 3-წლიანი მუშაობის შემდეგ გადის. მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ის 2016 წლის აპრილში დაარეგისტრირეს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტ ინვესტის" ლიკვიდატორად გიორგი ნაროუშვილი დაინიშნა.