საქართველოს მთავრობაში ახალი უწყება იქმნება და მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. როგორც BM.ge-ის წყარომ განუცხადა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონალური მართვის სამსახური და ის პირდაპირ პრემიერს დაექვემდებრება;
ახალი სამსახურის უფროსი კი, სოზარ სუბარი იქნება.
სუბარს პრემიერი დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოზარ სუბარი რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად დაინიშნა. იქამდე კი, სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.





















