მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ცნობით, შარშან საზოგადოებრივ სამუშაოებზე 29 323 სოცდაუცველი დაასაქმეს

643fa711b7ac3
მარიამ ვარადაშვილი
19.04.23 12:49
1016
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2020-2022 წლებში სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 17 365 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 12 645 - 2022 წელს. გარდა ამისა, 29 323 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულიყო. სააგენტოს ცნობითვე, 2022 წელს ღია შრომის ბააზარზე 8 773 სოცდაუცველი დასაქმდა.

მთავრობის განცხადებით, გასულ წელს დაწყებული პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, საზოგადოებრივ სამუშაოების ქვეპროგრამაში ჩართვის ხელშეწყობის გზით. მისი მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის შრომისუნარიანი წევრები.

აღსანიშნია, რომ ღია შრომის ბაზარზე დასაქმების შემთხვევაშიც სოციალურად დაუცველ პირს ოთხი წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი დახმარება უნარჩუნდება.

სააგენტოს თანახმად, დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე) დარეგისტრირდა 1 069 მომწოდებლის მიერ მოწოდებული 30 000-მდე ვაკანტური ადგილი. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, დასაქმების სააგენტოს მიმართა 71 319 მოქალაქემ. 

“აღსანიშნავია, რომ სააგენტომ 2022 წელს განახორციელა ფართომასშტაბიანი მონიტორინგი, მუნიციპალიტეტებსა და შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად სრულად მოიცვა სპეციალური სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლები და მათთან დასაქმებული პირები, ხოლო აღმოჩენილ შეუსაბამობებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, როგორც ზეპირსიტყვიერად ასევე წერილობით”,-წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები