მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნაციონალური მოძრაობა" ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებას ითხოვს

5b88e7af7f90d
BM.GE
31.08.18 11:00
1238
„ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებას ითხოვს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება საპარლამენტო უმცირესობამ უკვე მოამზადა.

პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ პროექტის ინიცირება განაპირობა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის, ქმედითუუნარობამ, რადგან ხსენებულმა სამსახურმა მისი არსებობის მანძილზე ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი გაუქმდეს და მისი ფუნქციები სახალხო დამცველის უწყებას გადაებაროს.

რაც შეეხება კანონპროექტის გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი ძალაში შესვლა 2019-2021 წლებში გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას ყოველწლიურად დაახლოებით 83.7 ათასი ლარის ოდენობით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი წელიწადში დაახლოებით 306 ათასი ლარით გაიზრდება.

„საგადასახადო ომბუდსმენის აპარატისათვის 2019-2021 წლებში ყოველწლიურად ბიუჯეტიდან დაგეგმილია 455 ათასი ლარის გამოყოფა. წინა წლების მსგავსად, მთლიანი ხარჯებიდან შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი სახსრების 92%-იან ნიშნულზე შენარჩუნების პირობებში, 2019-2021 წლებში შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება წლიურად დაახლოებით 418.6 ათასი ლარი. აღნიშნული თანხიდან, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში მისამართი თანხა შეადგენს ყოველწლიურად დაახლოებით 83.7 ათას ლარს.

ინიცირებული კანონპროექტის ამოქმედება, 2019-2021 წლებში გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას ყოველწლიურად დაახლოებით 83.7 ათასი ლარის ოდენობით.

ბიზნეს ომბუდსმენის აპარატში დასაქმებული სპეციალისტის სრული ოდენობის, რომელიც 2018 წლის მონაცემით შეადგენს ათ პირს, სახალხო დამცველის აპარატისათვის დამატების შემთხვევაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება წელიწადში დაახლოებით 61 200 ლარით“,- აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები