მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის ნაკლებობას ვხედავ“ - ოსმან თურანი

60df23550e374
ვიქტორია მღებრიშვილი
04.07.21 09:30
977
საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავჯდომარე ოსმან თურანი “Forbes კვირასთან“ ინტერვიუში „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ანალოგიური სახის გამოწვევები 90-იანი წლების ბოლოს ტელეკომუნიკაციების დარგში ახალი პროექტების განხორციელების დროსაც იყო.

„როცა ეკონომიკა იზრდება, შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. საქართველოს ეკონომიკის ზრდის გეგმები ასეთია და ბუნებრივია, რომ ქვეყანამ ენერგოპროექტების განხორციელების თადარიგი უნდა დაიჭიროს, მით უმეტეს როდესაც ამის რესურსი გააჩნია. ამ რესურსის გამოყენება ქვეყნის მომავლისთვის ძალიან კარგია.

90-იანი წლებში ჩემი ტელეკომუნიკაციებში ყოფნის დროს ანალოგიურ საკითხებს ხშირად ვაწყდებოდით, ამის პასუხი ხალხისთვის სწორი და კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდებაა. ამის ნაკლებობას ვხედავ მე აქ“, - განაცხადა ოსმან თურანმა.

კითხვას - მოქმედებს თუ არა „ნამახვანგჰესთან“ დაკავშირებული პროცესები ინვესტორების განწყობაზე, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა დადებითი პასუხი გასცა.

„როდესაც მიტინგები და პროტესტებია, შინაარსი რაც არ უნდა იყოს, შორიდან ეს ძალიან ცუდად აღიქმება. მით უმეტეს, როდესაც თურქეთსაც ეხება ეს საკითხი უფრო ყურადღებით ადევნებენ თვალს. რა თქმა უნდა, მოვლენები, რომლებიც აქ ვითარდება, ინვესტორებზე ნეგატიურად აისახება“, - უთხრა მან „Forbes კვირას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები