მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველ და მეორე შვილზე - 6%-ის სუბსიდირება, მესამეზე - 8%-ის - იპოთეკის პროგრამის დეტალები

60e4096d0f826
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.21 11:40
10683
სახელმწიფო პროგრამის „ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის“ შესახებ დეტალები დღეს ეკონომიკის მინისტრმა უწყების მიერ ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას გააჟღერა.

ნათია თურნავას პროგრამის დამტკიცებისა და ამოქმედების ზუსტი თარიღი არ უთქვამს, არც მისი ბიუჯეტი, თუმცა აღნიშნა, რომ ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა მალე ამოქმედდება.

„კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც ვიწყებთ, ეს „ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის“ პროგრამაა, რომელიც პრემიერის უშუალო ჩართულობით მოვამზადეთ.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლებათ ახალშობილი და მოინდომებენ თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, საკმაოდ სოლიდური დოზით, იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას გასწევს. აქ ჩვენ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას დღევანდელი მოცემულობით ბინისთვის აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე 8%-იან დაფინანსებაზე საუბარი, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება დაფინანსებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამაა და როგორც კი ეს პროგრამა დამტკიცდება და ამოქმედდება, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ამ პროგრამით ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი ისარგებლებს“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები