მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი: 3 ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე

59eade4f0bbe8
BM.GE
21.10.17 09:30
1006
პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს. გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მისი თქმით, მან სამივე ბიულეტენში სხვადასხვა სუბიექტი შემოხაზა.

"ყველას მოგიწოდებთ იყოთ ძალიან აქტიურები, დღეს წყდება ბედი ძალიან ბევრი საკითხის, რაც თვთმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს სადაც ხალხს ექნება ბევრად მეტი ხმა.

თვითმართველობა ახლა იქმნება და ახლადარჩეულმა დეპუტატებმა და მერებმა უნდა შეძლონ და ემსახურონ მოსახლეობას.

მე ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს გამოვიყენე შემდეგნაირად: ამ სამ ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე. ეს იყო ჩემი არჩევანი", - ამბობს პრეზიდენტი.