მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთის სოფელ კვირიკეში ახალი ტურისტული ობიექტი „შალე კვირიკე“ იხსნება

649961de405da
სალომე ხიდურელი
27.06.23 09:29
4691
სტატიაში საუბარია:
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეში ახალი ტურისტული ობიექტი „შალე კვირიკე“ დამსვენებლების მისაღებად ემზადება. ამის შესახებ „შატო კვირიკესა“ და „შალე კვირიკეს“ გენერალური დირექტორი პაატა დუმბაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროექტი სრულიად უნიკალურია.

"„შალე კვირიკე“ არის ახალი პროექტი, რომელიც ზღვის დონიდან 1050 მეტრზე, კვირიკეს მთებში მდებარეობს, ზღვიდან 12 კმ-ის დაშორებით. პროექტი უნიკალურია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან არის 20 კოტეჯი, თითოეულს საქართველოს მწვერვალების სახელები დავარქვით, რათა უცხოელი დამსვენებლებისთვის შემეცნებითი ყოფილიყო“, - ამბობს პაატა დუმბაძე.

„შალე კვირიკე“ კოტეჯების გარდა, სარესტორნო სივრცესაც მოიცავს და წელიწადის ოთხივე დროზეა გათვლილი. დუმბაძის განმარტებით, ობიექტში 20 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც 5 მლნ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს თანადაფინანსებაა.

„შალე კვირიკეს“ დირექტორის განმარტებით, ტურისტული სივრცე გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამსვენებლებზე.

„პროექტი თანაბრად გავთვალეთ ორივე სეგმენტზე. როგორც იცით, აჭარის რეგიონი საკმაოდ მოთხოვნადი ტურისტული ზონაა და ჩვენ მხოლოდ ზღვით არ ვამაყობთ, საამაყო მთებიც გვაქვს. კვირიკეს მთა ერთ-ერთი მათგანია, რითაც უნდა დატკბეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე უცხოელი ტურისტი“, - ამბობს პაატა დუმბაძე.

„შალე კვირიკე“ სოფელ კვირიკეშივე მდებარე მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსის, „შატო კვირიკეს“ ერთგვარი გაგრძელებაა. როგორც დუმბაძე აღნიშნავს, ტურისტების მზარდმა რაოდენობამ ახალი ობიექტების შექმნის საჭიროებაც გააჩინა.

„ტურისტების რაოდენობა „შატო კვირიკეში“ ყოველწლიურად მზარდია. ივლისი-აგვისტოში 80-100%-იანი დატვირთვა გვაქვს, წინასწარი ჯავშნები გვაქვს სექტემბერ-ოქტომბრის თვეშიც. „შალე კვირიკეს“ წელს პირველად ვხსნით და სულ მალე ველოდებით დამსვენებლებს“, - ამბობს პაატა დუმბაძე.

რაც შეეხება „შატო კვირიკეს“, ის მთავარ სასტუმრო შენობას, 15 თემატურ კოტეჯს, კერძო ვილას, რესტორანს, საკონფერენციო სივრცეს, ვენახსა და ღვინის მარანს აერთიანებს. კომპლექსი 6 ჰექტარზეა გაშენებული და რამდენიმე წლის წინ „აწარმოე საქართველოში“-ს თანადაფინანსებით გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები