"აბრეშუმის გზის" ფარგლებში უკრაინიდან გამოსული პირველი სატესტო საკონტეინერო მატარებელი უკვე საქართველოშია და ის აზერბაიჯანისკენ მიემართება, - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.
მატარებელი უკრაინა-საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი-ჩინეთის მარშრუტით ილიჩევსკის ნავსადგურიდან გამოვიდა. 5471 კილომეტრი სიგრძის მარშრუტით, რუსეთის გვერდის ავლა არის შესაძლებელი. აბრეშუმის გზის საშუალებით, გამოჩნდა ალტერნატიული გზა მიეწოდოს უკრაინული საქონელი ჩინეთს.