მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჭრელო პეპელა არ ვარ" - პაატა იმნაძე სწრაფი ტესტების ხარისხზე კითხვას პასუხობს

5e87130f6702e
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 14:52
1762
"ვამბობთ და ვიძახი, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს", - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რომ გუშინ ერთ-ერთ ექიმს ახალ კორონავირუსზე სწრაფმა ტესტმა პოზიტიური პასუხი უჩვენა, თუმცა მოგვიანებით PCR კვლევით ეს არ დადასტურდა.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში არსებული სწრაფი ტესტები უხარისხოა? - იკითხა ჟურნალისტმა.

„მე რომ ვამბობდი მაგას, ჯერ თავი შევიკავოთ-მეთქი - რატომ არ არისო, რატომ არ არისო (ტესტები)? მერე რომ ვთქვი - აი, ბატონო არისო. - რატომ არისო? რა ვქნა ახლა, ჭრელო პეპელაო, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო.

ვამბობთ და ვიძახი, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელო პეპელა არ ვარ, რა.

იცით რა, ხალხი არის დაძაბული და კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში, ერთი და იგივე კითხვები ძაბავს მოსახლეობას. ჩვენ ისედაც ვართ სტრესულ სიტუაციაში და ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას, მე მგონი მოსახლეობასაც მობეზრდა და მეც მრცხვენია უკვე ერთი და იგივე კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე, მოვუფრთხილდეთ რა ერთმანეთის ფსიქიკას“, - განაცხადა იმნაძემ.