მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დავაკვირდებით კიდევ 10 დღე" - ამირან გამყრელიძე "კომენდანტის საათის" მოხსნაზე

60c85c4554219
ინგა მურუსიძე
15.06.21 11:54
1399
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისის ბოლოდან "კომენდანტის საათის" მოხსნის საკითხი უწყებათშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე არ განხილულა.

აღნიშნული მან სხდომის დასრულების შემდეგ მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

"ინფიცირების შემთხვევების რიცხვი მერყეობს 700-მდე. ეს ისეთი მაჩვენებელია, რომ სხვა შემსუბუქებას ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გავუწევთ.

დავაკვირდებით კიდევ 1 კვირა, 10 დღე და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები