Disney-ის ახალ სერვისს - "Disney+"-ს უკვე 10 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. მისი ამოქმედების პირველივე დღეს Disney-ის ონლაინპორტალი მაღალი მოთხოვნის გამო, რამდენიმე საათით გაითიშა კიდეც.
აღსანიშნავია, რომ Disney-მ ახალი სერვისი სამშაბათს აამოქმედა, დაახლოებით ორ დღეში კი 10 მილიონი ხელმომწერი შეიძინა, რაც მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი მაჩვენებელია ასე მოკლე პერიოდში.
შედარებისთვის Netflix-ს ამჟამად ჯამში 158 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. თუმცა, აღნიშნული სერვისი უკვე რამდენიმე წელია ხელმისაწვდომია.
შეგახსენებთ, Disney+ ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მათ შორის აშშ-ში, კანადასა და ნიდერლანდებში.