მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორი წლით ჰორეკა სექტორი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეს" - "დეგუსტოს" ინიციატივა

62daece1af8cc
ალა ისპირიანი
22.07.22 23:30
2084
"დეგუსტოს" დამფუძნებელმა სანდრო ნორაკიძემ, ჰორეკა სექტორისთვის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივა გააჟღერა. მან გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა, რომ ქვეყანაში კადრების დეფიციტის ერთ-ერთი პრობლემა ინფლაციის პირობებში არასაკმარისი ხელფასებია, ამიტომ საშემოსავლო გადასახადისგან დაზოგილი თანხა მისი მოსაზრებით, თანამშრომლების ხელფასების ზრდას უნდა მოხმარდეს.

"მომდევნო ორი წელი ჰორეკა სექტორი პირობითად საშემოსავლო გადასახადიდან გათავისუფლდეს, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს საშემოსავლო პირდაპირ დასაქმებულებმა აიღონ. შედეგად ამ ადამიანებს ხელფასი 25%-ით გაეზრდებათ. მარტო ხელფასი არ არის გადამწყვეტი, მაგრამ ხელფასიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია", - განაცხადა მან.

კადრების დეფიციტის ერთ-ერთ პრობლემას იგი განათლებაში ხედავს და მისი გადაჭრის გზად ის კოლეჯების მიერ კვალიფიციური კადრების მომზადებას მიიჩნევს.

"ორ კოლეჯთან ვთანამშრომლობთ და ძალიან მადლობელი ვართ, მაგრამ ეს საკმარისი არაა, ვინაიდან პრობლემა ძალიან კომპლექსურია. ალბათ რაღაც კუთხით პანიკაცაა, რადგან ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენი სექტორი ფაქტობრივად სრულიად გაჩერდა. ამ ადამიანებმა ამ ხნის განმავლობაში პროფესიების შეცვლა გადაწყვიტეს. ეს ისეთი პროფესია არ არის, რომ 10 წელი სწავლა სჭირდებოდეს და შემდეგ პრაქტიკის გავლა, მაგალითად როგორც ექიმების შემთხვევაში.

მეორე გამოსავალია უფრო მეტი პროფესიული კოლეჯები. იდეაში გვაქვს და ვმუშაობთ ამაზე, რომ გავაკეთოთ. დიდი იმედი გვაქვს გამოგვივა, რომ 2023 წლიდან მსგავსი პროფესიული კოლეჯი გავაკეთოთ", - განაცხადა სანდრო ნორაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები