კომპანია "თელასი" მომხმარებლებს კომპანიის ბიზნეს ცენტრებში ვიზიტებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სს „თელასი“ ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს და მოუწოდებს მომხმარებლებს ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით.
„ვებ-გვერდზე (my.telasi.ge) რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირების და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.
ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე telasi@telasi.ge.
"თელასის" საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდის (www.telasi.ge), კომპანიის ოფიციალური facebook-გვერდის და call-ცენტრის (2 77-99-99) მეშვეობით.
სს "თელასი" მიმართავს მომხმარებლებს თხოვნით, მაქსიმალურად შეიკავონ თავი კომპანიის ბიზნეს ცენტრებში ვიზიტებისგან და ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით“, - ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.