მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Waime Spices"-მა ექსპორტზე რეკორდული მოცულობის სუნელები გაიტანა - გიორგი გოგია

5ecb93d9b1f09
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.20 14:21
2857
პანდემიის დროს მივიღეთ საკმაოდ დიდი შეკვეთა და დღეს ერთ ჯერზე, ჩვენთვის რეკორდული რაოდენობის 645 კგ სუნელები ექსპორტზე რუსეთში გავიტანეთ, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის „Waime Spices“-ს დამფუძნებელმა გიორგი გოგიამ განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი სირთულეების მიუხედავად, სუნელებზე მოხმარება უცხოურ ბაზრებზე არ შემცირებულა და მათ პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

„პანდემიის დროს მივიღეთ საკმაოდ დიდი შეკვეთა და დღეს ერთ ჯერზე ჩვენთვის რეკორდული რაოდენობის 645 კგ სუნელები ექსპორტზე რუსეთში გავიტანეთ. ვფიქრობთ, მოთხოვნა ამ მიმართულებიდან ზრდადი იქნება. ჩვენი ბრენდი პოზიციონირდება საშუალო+ და პრემიუმ სეგმენტში. რუსეთის ბაზარზე შესულები ვართ რამდენიმე ქსელში და ასევე, გახსნილი გვაქვს ჩვენი წარმომადგენლობა იმისთვის, რომ მარტივად შევძლოთ კავშირების დამყარება ამ ბაზარზე. ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ 4 ქსელთან. ჩვენი რეკორდული რაოდენობის მაჩვენებელი კი 2 ქსელის მოთხოვნის შედეგია“, - აცხადებს გიორგი გოგია.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციითვე, მოთხოვნა გაზრდილია ევროპის მიმართულებითაც, სადაც ისინი ახალი ბაზრების ათვისებას ცდილობენ.

„წინა წლის პირველ კვარტალს რომ შევადაროთ, 2020 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა, რადგან გასულ წელს ძალიან მცირე მოცულობის პარტიების ექსპორტს ვახორციელებდით“, - აღნიშნავს „Waime Spices“ ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, კომპანია იაზრებს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„2020 წელი ექსპორტის მიმართულებით ძალიან აქტიურად დავიწყეთ, პირველი პარტია ჩეხეთში გავუშვით. ამ ეტაპზე ვიკვლევთ ბალტიის ქვეყნებს და პოლონეთს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარზე სუნელები საკმაოდ მარტივად იყიდება, არ გვინდა ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებული, რადგან პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დიდი რისკის შემცველია, ამიტომ ვცდილობთ საექსპორტო ქვეყნების დივერსიფიცირებას. ევროპაში აქამდე მცირე მოცულობის პარტიები ჩეხეთსა და ლიტვაში გაგვქონდა. წლის დასაწყისში ახალი მიმართულებით - საფრანგეთში, დაახლოებით, 200 კგ მოცულობის სუნელები გავიტანეთ. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ“, - განმარტავს გიორგი გოგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები