მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება მოსახლეობის შეშით მომარაგების მხრივ ტყის ახალი კოდექსის მიხედვით?

5be129ae3684f
დავით ჯალაღონია
06.11.18 09:40
837
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტყის ახალი კოდექსი მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად მზად არის, პარლამენტში ინიცირება კი წლის ბოლომდე იგეგმება.

„ხე-ტყის მოპოვების საკითხები რეგულირდება სრულიად ახლებურად. ახალი კოდექსის მიხედვით, სატყეო სააგენტო იქნება ზედამხედველი ტყის დამზადების სამუშაოებისა, მაგრამ ამ პროცესში ჩართულნი იქნებიან ადგილობრივი მოსახლერობის ჯგუფები, რაც იმას გულისხმობს, რომ ხე-ტყის დამზადების სამუშაოები განხორციელდება ორგანიზებულად, სატყეო სააგენტოს ზედამხედველობით. დღეს გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც საღი ხეები იჭრება და მისი გამოყენება ხდება საშეშედ. ახალი რეგულაციების მიხედვით, ჭრები განხორციელდება იმგვარად, რომ ტყიდან გამოვიტანით ხმელ, ასევე ხმობად ხეებს“, - განმარტა ნინო თანდილაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას და დასძინა, რომ ამ ხე-ტყის შეძენა მოსახლეობას სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე შეეძლება.

„ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერქანი განთავსდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, მოეწყობა საქმიანი ეზოები, სამეურნეო ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ხარისხისა და ფასის, უკვე დამზადებული რესურსის შესყიდვა. ფასი ხელმისაწვდომი იქნება, დღეს რასაც მოსახლეობა იხდის, დაახლოებით, იგივე. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კი მნიშვნელოვანი შეღავათები იქნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობას, როგორც ნინო თანდილაშვილი აღნიშნავს, ეს ადგილობრივი მოსახლეობის გამოცდილების გათვალისწინებით მოხდება.

„მათ უკვე აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა და მათი გამოცდილების გაღრმავება მოხდება. სატყეო სააგენტო მათ ხელშკრულების საფუძველზე, სეზონურად დაიქირავებს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ტყის ახალი კოდექსის პროექტის საკომიტეტო მოსმენები სავარაუდოდ, მომავალ წელს, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები