მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

62ac64ea377e8
BM.GE
17.06.22 15:32
9374
ევროკომისიამ დღეს უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

საქართველომ ევროკომისიისგან მხოლოდ კანდიდატობის პერსპექტივა მიიღო. კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს EU-ს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, რათა ქვეყანამ მომავალში მაინც შეძლოს კანდიდატის სტატუსის მიღება.

BMG გთავაზობთ იმ პირობებს, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს:

1. 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით;

2. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულად ფუნქციონირების გარანტია, მათი დამოუკიდებლობისა, ეფექტიანი ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება. საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და OSCE/ODIHR-ის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა.

3. სასამართლოს რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება; ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა; განსაკუთრებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი პოკურატურისა და ყველა სხვა სასამართლო ინსტიტუტის სათანადო ფუნქციონირება; უნდა გამოსწორედ ყველა ხარვეზი უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით, განსაკუთრებით მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნასთან დაკავშირებით. უნდა განხორციელდეს საფუძვლიანი რეფორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით. ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

4. უნდა გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის დონე, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრ განხილვასთან დაკავშირებით. ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები უნდა აღიჭურვონ შესაბამისი რესურსებით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

5. უნდა განხორციელდეს „დეოლიგარქიზაციის“ სტრატეგია - ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უნდა აღმოიფხვრას ზედმეტი გავლენა.

6. გააძლიეროს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან რისკების დეტალური შეფასების საფუძველზე. მკაცრი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გარანტირებული იყოს გამჭვირვალობა და ზედამხედველობა აღსრულების სააგენტოების მიმართ.

7. გადადგას უფრო ძლიერი ნაბიჯები, რათა გარანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო. მათ შორის, კრიმინალური ბრალდებები მედიამმართველების მიმართ უნა აკმაყოფილებდეს უმაღლეს ლეგალურ სტანდარტებს. ეფექტიანად უნდა იქნას გამოძიებული მუქარები ჟურნალისტების და მედიაპროფესიონალების მიმართ.

8. გადადგას მყისიერი ნაბიჯები, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები. მათ შორის, გაძლიერდეს გამოძიებები ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით.

9. განამტკიცოს გენდერული თანასწორობა და ებრძოლოს ქალთა წინააღმდეგ ძალადობას.

10. უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე.

11. მიიღონ კანონმდებლობა, რათა საქართველოს სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიურად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;

12. ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოს ამ ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები