მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წესები უნდა დაიცვან მიტანის სერვისის კურიერებმა - მთავრობის დადგენილება

5ed113bcdd3ff
შოთა ტყეშელაშვილი
29.05.20 17:47
1410
მთავრობა მიტანის სერვისში დასაქმებულ პირებს მოუწოდებს შეკვეთილი პროდუქტის/საკვების გადაცემის პროცესი მაქსიმალურად უკონტაქტო გახადონ, რაც მათ მიერ შეკვეთილი საქონლის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე დატოვებას გულისხმობს. ამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების განახლებული გაიდლაინები, ითვალისწინებს, რომელთა დაკმაყოფილებაც მიტანის სერვისისთვის სავალდებულოა. 

დამსაქმებლის ვალდებულებები

o 20 და მეტი დასაქმებულის შემთვევაში, სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლოს დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით.
o შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც აღენიშნებათ ვირუსული ინფექციის ნიშნები ან/და სიმპტომები;
o ყოველდღიურად აღრიცხოს კურიერის გადაადგილების მარშუტი, მომხმარებლის შესახებ ინფორმაციისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით;
o შეკვეთის განხორციელებამდე, შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს ინფორმაცია (თვითიზოლაცია, რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები) იმ მომხმარებლის შესახებ, რომლის მომსახურება უნდა განხორციელდეს და აღნიშნულის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია კურიერს;
o უზრუნველყოს კურიერები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, ნიღაბი სახის ფარი/ შესაბამისი სათვალე);
o მიაწოდოს ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
o უზრუნველყოს დასაქმებულები სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებებით;
o კომპანიები, რომლებიც ახდენენ მომხმარებლისთვის ე.წ. მიტანის სერვისით მიწოდებას, ვალდებულია უზრუნველყონ შემდეგი პირობების დაცვა:
• პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდების სერვისს, აღჭურვილი უნდა იყოს ნიღბითა და ხელთათმანით;
• სურსათის მიწოდების შემთხვევაში, სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად გადასატან ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
• სურსათის ტრანსპორტირებისას დაცულ უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი;
• პროდუქტის/ნებისმიერი ნივთის მიწოდებისას, არსებულ შეფუთვას, გარედან უნდა დაემატოს მეორე შეფუთვა, რომლის მოხსნაც მოხდება მიმღების მიერ;
• შეკვეთის მიღებისას, მოსთხოვოს მომხმარებელს სერვისით სარგებლობისთვის სახლის კარებთან განათავსოს სპეციალური სადგამი პროდუქტის დასადებად, უკონტაქტო გადაცემისათვის.

o უზრუნველყოს გარკვეული პერიოდულობით სატრანსპორტო საშუალებების სანიტარული დამუშავება;
o უზრუნველყოს ნაღდი ფულის გამოყენების შემცირების გზები.

დასაქმებულთა ვალდებულებები

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

o დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო სივრცეში;
o სამუშაოს შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
o სამუშაოს დაწყებამდე და მიმდინარეობისას გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები სამუშაო ადგილებისა და ხელსაწყოების დასუფთავებისთვის;
o გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანასა და გაშრობას;
o მომხმარებელთან ურთიერთობისას საკვების გადაცემის დროს დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ);
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
o წინასწარ მოსთხოვეთ შემკვეთს, სახლის კარებთან განათავსოს სპეციალური სადგამი პროდუქტის დასადებად, უკონტაქტო გადაცემისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები