მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წილი ეჭირა რუსეთს აკრძალული საქონლის - წიწიბურის, ბრინჯის და სხვა პროდუქტების იმპორტში?

5e9356203b5a5
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.20 21:40
9126
12 აპრილიდან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციიდან და მთლიანად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) არაერთი სასურსათო პროდუქტის ექსპორტირება აიკრძალა. ეკონომიკური შეზღუდვები დაწესდა წიწიბურის, ბრინჯის, ხახვის და ნივრის, მზესუმზირის თესლის, სოიოს ნაწარმისა და სხვა პროდუქტების ექსპორტირებაზე. შესაბამისი გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო და ის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

BMG-იმ საქსტატის საგარეო ვაჭრობის ანალიტიკური პორტალის მეშვეობით დათვალა თუ რა წილი ეჭირა 2019 წლის განმავლობაში ევრაზიულ კავშირსა და რუსეთის ფედერაციას ამ დასახელებების საქონლის მთლიან იმპორტში. საქსტატის მიხედვით, კონკრეტულად წიწიბურის იმპორტის 68% სწორედ ევრაზიულ კავშირზე მოდის.

2019 წლის მთლიანი იმპორტის მონაცემებით, აკრძალული დასახელების საქონლის იმპორტში რუსეთის ფედერაციისა და ევრაზიული კავშირის წილი ასეთია:

1) წიწიბურა, ფეტვი და სხვა მარცვლეული - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 68% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $186,719 ;
2) ბრინჯი - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 11% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $6,741,064 ;
3) ხახვი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 18% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $13,251,505 ;
4) მზესუმზირის თესლი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 83% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $7,417,795 ;
5) ბურღული, ფქვილი უხეშად დაფქული და მარცვლეულის გრანულები - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 81% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $1,370,323 ;

ამ აკრძალვის გამო, საქართველო აღნიშნულ პროდუქციას სხვა ქვეყნებიდან შეიძენს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები