მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონია "დინამო თბილისის" აქტივები და რა შემოსავალი აქვს საფეხბურთო კლუბს

62d9259f423a7
BM.GE
21.07.22 14:52
5573
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი რომან ფიფია "დინამო თბილისის" გაყიდვას გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც მას ინვესტორებთან აქვს მოლაპარაკებები. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება საფეხბურთო კლუბის ახალი მეპატრონე. 

"დინამო თბილისის" მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საფეხბურთო კლუბის აქტივები 13.9 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, ფინასური ანგარიშის მიხედვით, კლუბის ვალდებულებები 16.5 მილიონი ლარია. 

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს კლუბმა 13.1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც შემდეგნაირად ნაწილდებოდა:

ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი - 46,152 ლარი;
სპონსორობა და რეკლამა - 365,058 ლარი;
ტრანსლაციის უფლებები - 49,190 ლარი;
კომერციული შემოსავალი - 765,767 ლარი;
უეფას სოლიდარობის და საპრიზო თანხა - 2,979,180 ლარი;
სუბსიდია სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოებიდან - 3,113,400 ლარი;
შემოსავალი არასაფეხბურთო საქმიანობიდან - 2,007,181 ლარი;
წმინდა შედეგი ფეხბურთელების გაყიდვიდან - 7,635,338 ლარი;
სხვა საოპერაციო შემოსავალი - 3,821,536 ლარი. 

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კლუბმა ფეხბურთელების ანაზღაურებასა და ბენეფიტებზე 5 მილიონი ლარი დახარჯა, სხვა პერსონალის ხარჯები 4.8 მილიონი ლარი იყო, სხვა საოპარციო ხარჯები კი 4.5 მილიონს შეადგენდა. მთლიანობაში გასული წელი "დინამო თბილისმა" 5.9 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, თუმცა ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კლუბი ზარალის ნაცვლად მოგებაზე გავიდა. 

BMG-სთან საუბარში კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა დოლიძემ განმარტა, რომ 2021 წელს კლუბის მოგება ორმა ტრანსფერმა განაპირობა, რადგანაც გასულ წელს მათ ფეხბურთელების ლუკა გაგნიძის და გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერები განახორციელეს. თუმცა, ფინანსურ ანგარიშში მითითებული თანხა - 7.6 მილიონი ლარი არის თანხა არის ის სატრანსფერო შემოსავალი რომელსაც ამ გარიგებით რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღებენ, თუმცა თანხა სრული ოდენობით ბუღალტრულად 2021 წლის ანგარიშში აისახა. 

ამასთანავე, "დინამო თბილისის" ფინანსური ანგარიშის ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის თანახმად, მათი სახსრების მოძრაობა ჯამში უარყოფითი იყო და მინუს 1 მილიონ ლარს შეადგენდა.

ზაზა დოლიძის განმარტებით, ამჟამად კლუბს მოლაპარაკებები რამდენიმე პოტენციურ ინვესტორთან აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები