მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “აგროჰაბს”?

637c73504b1ad
BM.GE
22.11.22 13:00
7197
სუპერმარკეტების ქსელმა “აგროჰაბმა” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 22%-ით გაიზარდა და მან 154 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან, სამჯერ გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგებაც და მან 12 მილიონ ლარს მიაღწია.

“აგროჰაბი” საქართველოს მასშტაბით სამი სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი, მათგან ორი თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. ამასთან, კომპანია მომდევნო ორ წელში კიდევ ორი სუპერმარკეტის გახსნას და შესაბამისად, შემოსავლის გაორმაგებას მოელის.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ რეალიზებული 154 მილიონი ლარის ღირებულების საქონლის თვითღირებულება 126 მილიონი ლარი იყო. ამას გარდა, კომპანიას გააჩნდა 16 მილიონი ლარის საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები. ამასთანავე, მითითებულია, რომ კომპანიას ჰქონდა 2.6 მილიონი ლარის საპროცენტო ხარჯები და 3.4 მილიონი ლარის არასაოპერაციო შემოსავალი. შედეგად, “აგროჰაბმა” 12.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

ანგარიშის თანახმად, “აგროჰაბის” აქტივების ზომა 65.5 მილიონ ლარს შეადგენს. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი აკაკი ახვლედიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები