მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? - განახლებული მონაცემები

63ea390aacc8d
BM.GE
13.02.23 17:30
7488
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტომ დღეის მდგომარეობით საპენსიო ფონდის ზომის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. მისი მიხედვით, ამჟამად საპენსიო ფონდის ზომა 3.09 მილიარდი ლარია, ეს თანხა 1.3 მილიონი დასაქმებულის პირად საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს. საპენსიო სააგენტოს თანახმად, აქედან 479 მილიონი დარიცხული სარგებელი, ხოლო ძირი 2.61 მილიარდ ლარს შეადგენდა.

დაგროვებითი პენსიით სარგებლობა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო ასაკი შეუსრულდათ. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,086 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 7,985,980 ლარს შეადგენს.

ფინანსური ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 2019 წლის იანვარში საპენსიო სისტემა ამოქმედდა, თანხებზე დარიცხულმა ნომინალურმა სარგებელმა 41.85% შეადგინა, თუმცა რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 2.66% იყო.

“საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 19.1% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 80.9% ლარში. საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 3.8% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 16.4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10.6% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.4% გლობალურ აქციებში, 0.8% ევროობლიგაციებში, 0.1% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო ადგილობრივ სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 60.8% არის განთავსებული,”- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები