დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ირწმუნება, რომ სამედიცინო პერსონალის და მასწავლებლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის არშემოღება პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდს, არ უკავშირდება.
იმნაძე ირწმუნება, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს საკოორდინაციო საბჭო ევროპული ქვეყნების გამოცდილებით იღებს.
„ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ კი თქვა, რომ საბჭოთა გადმონაშთია სავალდებულო აცრებიო, თუმცა ვერ დავაბრალებთ ამას ვერც აშშ-ს, ვერც საფრანგეთს და ვერც იტალიას, სადაც გარკვეული პროფესიის ადამიანებისათვის აცრები სავალდებულო გახდა. მე პირადად მომხრე ვარ, რომ სამედიცინო პერსონალში ეს აუცილებლად სავალდებულო იყოს.
დანარჩენი მსჯელობის საგანია, როგორ შეიძლება მოხერხდეს სხვა პროფესიულ ჯგუფებში ვაქცინაციის მეტად გააქტიურება. ვერ ვიტყვი, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში საარჩევნო დღის წესრიგია, ბევრგან ეს არ არის სავალდებულო. ჩვენთვის გადამწვეტი არის ევროპის უმრავლეს ქვეყანაში როგორი იქნება პოლიტიკა და მიდგომები, ჩვენ ძირითადად მათი გამოცდილებით ვსარგებლობთ“, - აცხადებს იმნაძე "საქმიან დილასთან" ინტერვიუში.
პედაგოგების 58% მინიმუმ ერთი დოზითაა აცრილი - სამინისტრო