საქმე ის არის, რომ მთავრობამ 4-11 მაისის პერიოდში უქმე დღეები გამოაცხადა. როგორც ღიბრაძემ განმარტა, სამი სამინისტრო მუშაობს ბრძანებაზე და ის საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„რაც შეეხება უქმე დღეეებს, ქვეყანაში არსებობს ისეთი სამსახურები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის, რეგულაციებით იქნება განსაზღვრული ის სამსახურები, რომლებსაც არ შეეხებათ დასვენების დღეები, დანარჩენი ყველა - მოექცევა დასვენების რეგულაციებში.
სამი სამინისტროს მიერ შემუშავებული ერთობლივი ბრძანებაა და მასზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს“, - განაცხადა ღიბრაძემ.
კითხვაზე - დაიხურება თუ არა მოლები უქმე დღეებში, მთავრობის წარმომადგენელმა თქვა: „არ მითქვამს, რომ მოლები დაიხურება“.