რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე სამუშაოები ერთ კონკრეტულ ადგილას არის შეჩერებული მხოლოდ იმის გამო, რომ მოსახლეობა მას აპროტესტებს. მინისტრი ირწმუნება, რომ გზის დანარჩენ მონაკვეთებზე სამუშაოები მიმდინარეობს.
„რუსთავის მაგისტრალს რაც შეეხება, მუშაობა შეჩერებული გვაქვს მხოლოდ ერთ მონაკვეთზე, იქ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მოხდა აქტიური პროტესტის გამოხატვა იმის მიუხედავად, რომ ეს მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ამის გამო ძალიასმიერი მეთოდებით ვერ ვაიძულებთ მოსახლეობას, რომ თანხმობა თქვან. მხოლოდ ამის გამო ვერ ხდება გზის იმ მონაკვეთზე სამუშაობის დასრულება, ხოლო სხვა მონაკვეთებზე სამუშაოები მიმდინარეობს. სადაც არის მუშაობა შესაძლებელი, იქ ვმუშაობთ. ხოლო იქ სადაც შეფერხებაა, მოსახლეობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როცა თანხმობა იქნება მიღწეული, მუშაობა დასრულდება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.