მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოხდება კერძო კლინიკების დაცლა და მათში კორონავირუსის პაციენტების გადაყვანა?

5e7492100a099
შოთა ტყეშელაშვილი
20.03.20 14:38
750
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გადაცემა "საქმიან დილაში" ვირუსის ფართო გავრცელების შემთხვევაში, პაციენტების კერძო კლინიკებში გადანაწილების საკითხზე ისაუბრა.
 
თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტროს შემუშავებული აქვს სქემა, რომლითაც პაციენტების შესაბამისი რაოდენობის მიღწევის დროს, შესაბამისი შეტყობინება იგზავნება სამედიცინო კლინიკაში, რომელიც არსებული პაციენტებისგან სრულად იცლება და მასში კორონავირუსით ინფიცირებული პირების გადაყვანა ხდება.

"შერჩეულ კლინიკებში მოხდება ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევების მართვა და არა – ყველგან. ესეც არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ სამედიცინო ქსელში კორონავირუსის გავრცელება, რადგან ბუნებრივია კორონავირუსის გარდა, სამედიცინო საჭიროებები ხალხს ექნება და რამდენიმე საავადმყოფო უნდა იყოს მობილიზიებული იმისთვის, რომ გააგრძელოს შემთხვევების მართვა. საუბარი იყო იმაზეც, რომ გეგმიური ოპერაციები მაქსიმალურად გადავადდეს.

დღეს უკვე მზად გვაქვს 548 საწოლი, რომელიც არის მხოლოდ კორონავირუსისთვის, დღეს კი 43 შემთხვევაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ბრუნვა უფრო მაღალია, რადგანაც საეჭვო შემთხვევებიც ამ საწოლებზე ხვდება. დანარჩენი კლინიკების მობილიზება, რაც ნიშნავს სრულ დაცლას და მათ გადაყვანას კორონავირუსის რეჟიმზე, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გავრცელდება. მაგალითისთვის, მივედით 300 შემთხვევაზე, 24 საათში იცლება ერთი კლინიკა, მივედით 350 შემთხვევაზე, იცლება მეორე კლინიკა. ასეთი დეტალური სქემა უკვე აქვთ კლინიკებს, რაზეც ისინი უკვე მუშაობენ", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 და განკურნების 1 შემთხვევა არის აღრიცხული.