მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი წელს საქართველოში ფრენებს აღარ აღადგენს

602d1799b5597
შოთა ტყეშელაშვილი
17.02.21 17:20
3077
2021 წელს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოში ფრენებს არ აღადგენს - ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის ავიაკომპანიის სათაო ოფისში დაუდასტურეს. კომპანიის განცხადებით, ფრენები კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე არ აღდგება.

“კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე, Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით 2021 წლის განმავლობაში ფრენებს არ განახორციელებს. ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ, ჩვენი ქსელში არსებულ აეროპორტებთან, რათა ხელი შევუწყოთ საავიაციო ნაკადების აღდგენას, თუმცა ამასთანავე ჩვენი კომპანია თანდათანობით აგრძელებს გამოსვლას იმ რთული ვითარებიდან, რაც COVID-19-ს უკავშირდებოდა,”- ნათქვამია ავიაკომპანიის პრესსამსახურის პასუხში.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა ჯერჯერობით საავიაციო ნაკადი კვლავ საკმაოდ დაბალია. 

ფაქტი, რომ Ryanair-ი ფრენებს არ აღადგენს წელს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის აღდგენის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება.

2020 წლის განმავლობაში Ryanair-ი საქართველოში 21,323 მგზავრს მოემსახურა, ეს რეისები ქვეყანაში ლოქდაუნის გამოცხადებამდე შესრულდა. კომპანია თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით დაფრინავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები