მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საკვები პროდუქციის იმპორტი 15-20%-ით გაგვიძვირდა” - “კოდას” გენდირექტორი

63428a165fc6c
ლიკა გურაბანიძე
09.10.22 12:54
689
კვერცხის ადგილობრივ მწარმოებელ კომპანია “კოდას”, ქათმის იმპორტირებული საკვები პროდუქტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15-20%-ით გაუძვირდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასების შენარჩუნების კუთხით სიტუაცია არასტაბილურია, ამიტომ წინასწარ იმის განსაზღვრა, გაიზრდება თუ არა “კოდას” კვერცხზე ფასები, უახლოეს მომავალში, რთულია.

“ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ფასის კორექტირება, გაზრდა მოგვიწიოს. ბაზარზე ისეთი ვითარებაა, სიტუაციას წინასწარ ვერ განსაზღვრავ. შემოდგომა ის პერიოდია, როცა მოსავლის აღება იწყება, იქნება ეს სიმინდი, ხორბალი თუ მზესუმზირა,ჩვენი ფასების კორექტირებაც სწორედ ამ პროდუქტების ახალ ფასზე იქნება დამოკიდებული”, - აღნიშნა ზურაბ ჭუჭულაშვილმა.


ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 1.334 მლნ დოლარის კვერცხის ექსპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 851.6 ათასი დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3.1 მლნ დოლარის კვერცხი შემოვიდა, ხოლო შარშან 8 თვეში, საქართველომ 207.4 ათასი დოლარის პროდუქტი შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები