მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოდან ევროკავშირში ექსპორტზე 12 ტონა ცოცხალი ლოკოკინა გავიდა

5e1066f47e505
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.20 13:33
14383
ნოემბერში, „ნადი გრუპმა“ ევროკავშირის ბაზარზე, კერძოდ კი იტალიაში ექსპორტზე 12 ტონა ლოკოკინა გაიტანა, - ამის შესახებ BM.GE-ის სოფელ ახალ ხიბულაში გაშენებული ლოკოკინების ფერმის ერთ-ერთმა მფლობელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის 6 ჰა-ზე გაშენებული ფერმაში 7 ტონამდე ლოკოკინაა დატოვებული საჯიშედ და მომავლისთვის „ნადი გრუპი“ კიდევ აპირებს საჯიშე ლოკოკინების იმპორტს.

„ნოემბერში 12 ტონა ცოცხალი ლოკოკინა გავიტანეთ ექსპორტზე. 1 კგ-ის ღირებულება 4.5 ევრო იყო. ლოკოკინის ფერმის მიმართ ინტერესი ადგილობრივ ბაზარზეც გაჩნდა იმ მიმართულებით, რომ ბევრმა გამოთქვა ლოკოკინის ფერმის გაშენების სურვილი და ჩვენ ვგეგმავთ, ხელი შევუწყოთ ლოკოკინის ფერმების გაშენებას, საქართველოს მასშტაბით“, - ამბობს ფერმერი მერაბ ნადარაია.

შესაბამისად, იტალიის ბაზრიდან კომპანიის საექსპორტო შემოსავალმა 54,000 ევრო შეადგინა. 

სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში კომპანია "ნადი გრუპმა" ლოკოკინების ფერმა 2019 წლის სექტემბერში გახსნა. პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარების სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ მიერ არის მხარდაჭერილი. ლოკოკინების ფერმაში ამ ეტაპზე 10 ადგილობრივია დასაქმებული.

კომპანიის დამფუძნებელთა თქმით, ლოკოკინების ფერმის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები