მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემცირდა

5b7a89bf09c34
BM.GE
20.08.18 14:00
654
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5,7 პროცენტით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ფასები 0,9 პროცენტით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,71 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,1 პროცენტი), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-2,6 პროცენტი), ასევე ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (-1,2 პროცენტი). სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასები შემცირდა 4,5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0,29 პროცენტული პუნქტით აისახა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4,2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3,48 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (3,2 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებზე და ლითონის მზა ნაწარმზე (7,2 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 14,8 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2,01 პროცენტული პუნქტით აისახა.