მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან თხილის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა

58f710ea058ab
BM.GE
19.04.17 11:24
1430
საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტმა საქართველოს მთლიან ექსპორტში იანვარ-მარტში 3,5% დაიკავა, გასული წლის 7,5%-ის ნაცვლად.

ამავე პერიოდში თხილისა და კაკლის ექსპორტმა 17 მილიონი დოლარი შეადგინა, წინა წელს კი ეს ციფრი 32 მილიონ დოლარს შეადგენდა.

2017 წლის იანვარ-მარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 98 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 17 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 81 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 14 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 35 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები