2021 იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტმა 1.54 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 14.4%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 9 დასახელების პროდუქტის ექსპორტი გაზრდილია. საქონლის რეიტინგში ექსპორტის ყველაზე მაღალი 95% და 93% ზრდები თხილის და სამკერვალო ნაწარმის ექსპორტში დაფიქსირდა.
2021 წლის პირველ 5 თვეში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფები იყო:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $327 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.7%;2. მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - $165.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 7.2%;
3. ფეროშენადნობები - $144.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.1%;
4. ღვინოები - $85.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 17%;
5. სპირტიანი სასმელები - $57.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.4%;
6. მინერალური და მტკნარი წყლები - $52.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23.3%;
7. აზოტოვანი სასუქები - $45.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 17.7%;
8. მედიკამენტები - $36.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 0.7%;
9. თხილი და კაკალი - $33.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 95.1%;
10. ტრიკოტაჟის (სამკერვალო) ნაწარმი - $29.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 93.4%
11. სხვა დანარჩენი საქონელი - $559 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 25.2%