მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს იმპორტი $9 მილიარდამდე გაიზარდა - TOP-10 საქონელი

61c033d9532fd
შოთა ტყეშელაშვილი
20.12.21 11:46
714

2021 იანვარ-ნოემბერში საქართველოს იმპორტმა $9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 24.5%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან 9 დასახელების პროდუქტის იმპორტი გაზრდილია.

2021 წლის პირველ 10 თვეში იმპორტის უმსხვილესი ჯგუფები იყო:

1. მსუბუქი ავტომობილები - 796 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 13.4%; (განკუთვნილია ძირითადად რეექსპორტისთვის, რადგან ამავე პერიოდში საქართველოდან უცხოეთში 417 მილიონი დოლარის ავტომობილები გავიდა) 



2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 738 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 63.6%;



3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 668 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 24%; (შემოდის ძირითადად სომხეთიდან და თითქმის სრულად განკუთვნილია რეექსპორტისთვის)




4. მედიკამენტები - 334.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 19.1%;



5. ბუნებრივი აირი - 281.3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 4.8%;




6. მობილური ტელეფონები - 194.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29.9%;




7. კომპიუტერები, სერვერები და სისტემური ბლოკები - 136.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 134.7%; (მათი ძირითადი ნაწილი მაინინგისთვისაა განკუთვნილი)


8. ვაქცინები და იმუნური პროდუქტები - 112.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 208.6%;

 

9. სატვირთო ავტომობილები - 97.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 62.6%;




10. ხორბალი - 88.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 9.1%;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები