მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე ნიკოლოზ გამყრელიძეს ირაკლი გოგია შეცვლის

62e3f06478a81
BM.GE
29.07.22 18:11
1746
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) განცხადებით, გენერალური დირექტორის პოზიციას ტოვებს ნიკოლოზ გამყრელიძე. მას ირაკლი გოგია შეცვლის, რომელიც გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ფინანსების და საოპერაციო მიმართულებით.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს ჯგუფის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებას ვუსურვებ ირაკლის აღნიშნულ პოზიციაზე მთელს გუნდთან ერთად“,- აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

„პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო ნიკოლოზ გამყრელიძეს, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰოლდინგის განვითარებასა და წინსვლაში. ჯანდაცვის სექტორში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მისი მმართველობის დროს. ჰოლდინგის გუნდის სახელით მადლობას ვუხდით მას და წარმატებას ვუსურვებთ ახალ გზაზე. პირადად ჩემთვის, აღნიშნულ პოზიციაზე მნიშვნელოვანია ჯგუფის მიერ დასახული მიზნებისკენ სვლა განვაგრძოთ კომპანიის თითოეული გუნდის წევრთან ერთად“,- აღნიშნა ირაკლი გოგიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები