მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მოგება 45%-ით გაიზარდა

599530e6427d7
BM.GE
17.08.17 10:00
1255
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა წლის პირველ ნახევარში 371 მლნ ლარის შემოსავალი და 24,3 მლნ ლარის მოგება მიიღო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯგუფის მოგება 44,9%-ით გაიზარდა, შემოსავალი კი 112%-ით.

მოგებიდან 11 მლნ ლარი წლის მეორე კვარტალზე მოდიოდა, ხოლო შემოსავლებიდან კი 186 მლნ ლარი.

GHG 35 ჰოსპიტალს და 247 აფთიაქს აერთიანებს. 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის სადაზღვევო სერვისით 135 000 ადამიანი სარგებლობს. წლის პირველ 6 თვეში, ჯგუფის შემოსავლების 34% ჯანდაცვის ბიზნესზე, 59% ფარმაცევტულ ბიზნესზე, ხოლო 7% კი სადაზღვევო ბიზნესზე მოდიოდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები