მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: რძის ნაწარმი 15%-ით გაძვირდა, ხორცი - 13%-ით, პური - 12%-ით, თამბაქო კი - 30%-ით

5de60d8e9090f
შოთა ტყეშელაშვილი
03.12.19 11:25
10474
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 7%-ით გაიზარდა, რა ზომის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა. 

საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია. ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ფასების მატება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი), თევზეული (14.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.8 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 15.4 პროცენტით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.9 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა დასვენების, გართობისა და კულტურის ხანგრძლივი მოხმარების სხვა საქონელზე (11.6 პროცენტი), ასევე გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (1.6 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი მატება, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.6 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 7.4 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.4 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.0 პროცენტი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები