მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქსტატი: საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია მოძველებულია

580071d5e23e2
ელენე გოგბერაშვილი
14.10.16 09:47
1530
ეკონომისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის შემდეგ ,,სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც’’ თვლის, რომ საარსებო მინიმუმის დაანგარიშების დღეს არსებული მეთოდოლოგია მოძველებულია და აღნიშნული დოკუმენტით გაანგარიშება მაინცდამაინც ოპტიმალური არ არის. ,,ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არაერთი წელია გვთავაზობენ, რომ საარსებო მინიმუმის დათვლას საერთოდ თავი დავანებოთ და დავიწყოთ სიღარიბის მეთოდოლოგიის სრულყოფა და მისი უფრო აქტიურად დანერგვა. აღნიშნული საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი არის პოსტ-საბჭოური სივრცის ფენომენი და მისით გაანგარიშება მაინცდამაინც ოპტიმალური არ არის’’-აცხადებს ,,ბიზნესკონტრაქტთან’’ ,,საქსტატის’’ ხელმძღვანელის მოადგილე, თენგიზ ცეკვავა.

მისი თქმით, საარსებო მინიმუმის არსებული მეთოდოლოგიით გამოთვლა საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული, შესაბამისად დადგენილი მეთოდოლოგიის თანახმად "საქსტატი’’ ამ მაჩვენებლით გაანგარიშებას განაგრძობს.

შეგახსენებთ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს პრეროგატივაა, რაზეც გასულ წლებში საუბრობდნენ კიდეც უწყებაში, თუმცა მეთოდოლოგიაში ცვლილებები ჯერჯერობით არ შესულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები