სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1% (213 ლარით) გაიზარდა და 1,541 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3,108 ლარი (გაიზარდა 43.1%-ით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2,671 ლარი (გაიზარდა 13.4%-ით);
⦁ მშენებლობა - 2,177 ლარი (გაიზარდა 8.5%-ით);
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2,026 ლარი (გაიზარდა 16.6%-ით).
II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1,240 ლარით, ხოლო კაცების - 1,828 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 162 ლარი (15.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 268 ლარი (17.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთამთიანეთის რეგიონი.