მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასწრაფოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

6295e4180dd01
მარიამ ვარადაშვილი
31.05.22 14:09
623
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროთან მორიგ აქციას მართავენ. ისინი ხელფასების 100%-ით მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

“24/7-ზე ვმუშაობთ. ამ ინფლაციისა და კრიზისის ფონზე შესაბამის ანაზღაურებას ვითხოვთ”,-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე “ტვ პირველთან” საუბრისას.

აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა. გაბუნიას თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმდნენ.

“სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ანაზღაურება ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სამინისტრო მათთან კოსულტაციებს გადის, რათა შეთანხმება შედგეს, რაც მისაღები იქნება როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ასევე იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც უკიდურესი დატვირთვით მუშაობენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე. მათთან კოსულტაციები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო პირობები, დატვირთვა, მორიგეობების გადანაწილება და ის ანაზღაურება, რომელსაც ისინი იღებენ, შესაბამის ჩარჩოებში ჩაჯდეს”,-განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები