მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათხილამურო ფედერაცია: "ვვარაუდობთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 1 700-მდე მონაწილე იქნება"

637ca197a0988
მარიამ დემეტრაშვილი
22.11.22 21:25
868
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატში 1 700-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კოსტავამ BMG-ის უთხრა, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, რეგისტრაცია 24 ქვეყნის 960 წარმომადგენელს აქვს გავლილი.

„საერთაშორისო ფედერაციის პროტოკოლით, ვალდებულება გვქონდა, რომ 1-ელ ივლისს გაგვეხსნა რეგისტრაციის ბმული. ახლანდელი მონაცემებით, დარეგისტრირებულია 24 ქვეყნის 960 წარმომადგენელი. 20 დეკემბერს უნდა ჩაიკეტოს მწვრთნელების და ექიმების რეგისტრაცია, ხოლო სპორტსმენებს რაც შეეხება, რაოდენობა 20 დეკემბრამდე უნდა დააზუსტონ და უშუალოდ გვარები შეუძლიათ, მოგვიანებითაც მოგვაწოდონ.

ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 1 700-მდე მონაწილე იქნება. ჯერ დიდი ქვეყნები არ არიან დარეგისტრირებული იქიდან გამომდინარე, რომ ახლა დაიწყო მსოფლიო თასების გათამაშება“, - თქვა კოსტავამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე რეგისტრაცია გაიარა 12 ქვეყნის მედიასაშუალებებმა. რეგისტრაციის ვადა მედიისთვის 1-ელ თებერვალს სრულდება.

ჩემპიონატის ფარგლებში, სულ ჩატარდება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში. დელეგაციები საქართველოს 16 თებერვალს ეწვევიან. 18 თებერვალს ჩემპიონატი გაიხსნება, 19 თებერვალი - 5 მარტის პერიოდში კი შეჯიბრებები გაიმართება.

„ყველა მიჩვეულია, რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება ალპებში, სკანდინავიის ქვეყნებში, ამერიკაში ან კანადაში. აზიის ქვეყნებში ზამთრის სახეობებში ოლიმპიადა სამჯერ ჩატარდა - იაპონიაში, კორეასა და ჩინეთში. წარმოიდგინეთ, ამ მსოფლიო არეალში მე-16 ქვეყანა ვართ, ვინც მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი შანსია ჩვენთვის“, - თქვა ზურაბ კოსტავამ.