მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი ფულის გათეთრების რისკების გამო, კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმებისთვის რეგულირებას გეგმავს

61f101507570f
შოთა ტყეშელაშვილი
26.01.22 12:09
8366
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ფულის გათეთრების მიმართულებით არსებული რისკების გათვალისწინებით, სებ-ი კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმებისთვის გარკვეული რეგულაციების მიღებას გეგმავს.

პაპუნა ლეჟავას განმარტებით, ამ მიმართულებით მსოფლიოს არაერთი მარეგულირებელი იღებს გადაწყვეტილებებს და სებ-ი ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით  ახალ რეგულაციებს შეიმუშავებს.

“კრიპტოვალუტების მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან ე.წ. AML ანუ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემის შემუშავება. დღეს მსოფლიოში ყველგან მიდის ამაზე მუშაობა; აშშ-მა უკვე გამოსცა გარკვეული რეგულაციები როგორ უნდა მოხდეს ამ ბაზრის რეგულირება და ჩვენც ვმუშაობთ, რომ ფულის გათეთრების მიმართულებით მოხდეს ბაზრის რეგულირება. ეს ერთის მხრივ, შეიძლება შემზღუდველი იყოს გარკვეული სავაჭრო პლატფორმებისთვის ან პირიქით, მიეცეს მეტი სითამამე ზოგიერთ მოთამაშეს, რადგან პირიქით ფულის გათეთრების მიმართულებით ნაკლები კითხვები იქნება,” - ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რა მასშტაბის იქნება რეგულაციები, რომლებსაც სებ-ი კრიტპოვალუტების სავაჭრო პლატფორმებს დაუწესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები