მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი 2 ავტომობილის შეძენაში 126 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს

5ab633bb13c0c
თამუნა დემეტრაშვილი
24.03.18 18:14
868
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ორი ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც 126 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს.

ელექტრონული ტენდერი შესყიდვაზე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ე.წ. პირველი და მეორე კლასის ავტომანქანების შეძენა. პირველის ძრავის მოცულობა 2-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და 100 კმ-ზე 15,5 ლიტრზე მეტ საწვავს არ უნდა მოიხმარდეს. მეორე ავტომობილის ძრავის მოცულობა კი 1.6-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და საწვავის საშუალო მოხმარება 8,5 ლიტრს არ აჭარბებდეს. სატენდერო პირობებით აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ორივე ავტომობილი შავი ფერის იყოს. წინადადებების მიღება ტენდერში მონაწილეობაზე 31 მარტს იწყება.