მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 120 დღით გაგრძელდება - უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი

6416b3e5a2d31
ალა ისპირიანი
19.03.23 11:07
716
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 120 დღით გაგრძელდება - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლეკსანდრ კუბრაკოვმა Twitter-ზე დაწერა.

"შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 120 დღით გაგრძელდება. მადლიერი ვარ გაეროს გენერალური მდივნის, ანტიონიო გუტიერეშის, პრეზიდენტ ერდოღანის, თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარისა და ყველა ჩვენი პარტნიორის.მათ შეთანხმება ბოლომდე დაიცვეს.

ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიო ბაზარს 25 მლნ ტონა მარცვლეული მიეწოდება", - დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და რუსეთმა გასული წლის ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები