ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ დეტალურ განმარტებას აკეთებს გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებისთვის, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
უწყება მოუწოდებს მათ, საგადასახადო შეღავათის მიღებისათვის შეავსონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადი.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, გაითვალისწინოს თითოეული მეწარმის ინტერესები და კიდევ ერთხელ მიმართავს იმ პირებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, საგადასახადო შეღავათის მიღებისათვის შეავსონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადი.
საშემოსავლო და ქონების გადასახადებში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადების მიზნით, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შექმნილია ელექტრონული განცხადების ფორმა და შევსების წესი. გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმულები:
https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=721
https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10806
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge ან ისარგებლოთ საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მომსახურებით - 2 299 299“,- ნათქვამია განცხადებაში.