მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო მსოფლიოში მერვე ადგილზეა - Oxford-ის შეფასება

60097eb223e50
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.21 17:17
2183
საქართველოში COVID-ის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები მსოფლიოში სიმკაცრის მიხედვით მერვე ადგილზეა - ამის შესახებ Oxford-ის პროექტის, "Our World In Data"-ს მიერ გამოქვეყნებული ინდექსიდან ხდება ცნობილი. 

პროექტის მკვლევარები ქვეყნებში არსებული შეზღუდვების სიმკაცრეს სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე აფასებენ, როგორიცაა გადაადგილებისთვის დაწესებული შეზღუდვები (კომენდანტის საათები); სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების შეზღუდვები; შეზღუდვები ბიზნესისთვის და ა.შ 

მკვლევართა შეფასებით, საქართველო ამჟამად მსოფლიოში რიგით მერვე ყველაზე მკაცრი ლოქდაუნია, ხოლო სკალაზე საქართველოს ქულა 84.26-ია.

მსოფლიოში პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, რომლის შეზღუდვებიც 89.81 ქულით ფასდება. მეხუთე ადგილზეა გერმანია, რომელსაც 85.19 ქულა აქვს მინიჭებული, მეექვსეზე კი ისრაელი, რომელსაც ასევე 85 ქულა აქვს.

ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნების ათეული:

1 აზერბაიჯანი - 89,81 ქულა;
2 ზიმბაბვე - 87.04 ქულა;
3 ერითრეა - 86.11 ქულა;
4 ირლანდია - 85,19 ქულა;
5 გერმანია - 85,19 ქულა;
6 ისრაელი - 85,19 ქულა;
7 ვენესუელა - 84.26 ქულა;
8 საქართველო - 84,26 ქულა;
9 კვიპროსი - 84.26 ქულა;
10 ნიდერლანდები - 84.26 ქულა.

სიაში დიდ ბრიტანეთს 79 ქულა აქვს და 28-ე ადგილს იკავებს, აშშ-ის კი 71.76 ქულა და 40-ე ადგილზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები