მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შტადლერ რეილ ეი ჯი" ვაგონმწარმოებელ ქარხანას თბილისში ააშენებს

5a8595e2da9d0
BM.GE
15.02.18 17:20
1844
მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას თბილისში ააშენებს. დღეს, კომპანია STADLER-ის პრეზიდენტი, პიტერ შპულერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და რეგიონალური შვილობილი კომპანიის მშენებლობის, ასევე, მოძრავი შემადგენლობების წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.

ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით როგორც საქართველოს რკინიგზას, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა საექსპორტო შეკვეთებზეც იმუშავებს.

მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელმა ლიდერმა შვეიცარიულმა კომპანიამ საქართველოში ინვესტირებაზე მზადყოფნა მიმდინარე წლის ივნისში გამოხატა, რასთან დაკავშირებითაც „შტადლერსა" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მშენებლობისთვის დედაქალაქის გარეუბნებში 3 შესაძლო ადგილი განიხილება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები