მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tass.ru: "გაზპრომი" საქართველოსთვის გაზის ტარიფს არ ცვლის

5ece4a05e7953
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.20 15:20
1690
საქართველოსთვის გაზის ტარიფი არ შეიცვლება, - ამის შესახებ რუსულ გამოცემა Tass.ru-ს „გაზპრომის“ პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც გამოცემა იუწყება, „გაზპრომმა“ საქარველოსთან ახალი შეთანხმების ფარგლებში გაზის მიღებისთვის ქვეყნის ვალდებულებები მკაცრად გაწერა.

„საქართველოსთვის გაზის ტარიფი იქნება იგივე, რაც მანამდე წლიური კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობისთვის იყო განსაზღვრული. გაცემის ვალდებულებები ახლა მკაცრად არის გაწერილი“, - განმარტავენ „გაზპრომში“.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მოხდა „გაზპრომთან“ არსებული ხელშეკრულების გადახედვა და შეთანხმდნენ, რომ იმპორტირებული გაზის ფასი 15%-ით შემცირდებოდა.

საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციისა და „გაზპრომის“ განახლებულ ხელშეკრულებაში კი გაზის ტარიფი გასაიდუმლოებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები