მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტრო ტენდერის გარეშე, 32 მილიონად ჯარისკაცებისთვის კორპუსების აშენებას გეგმავს

5f2035f198443
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.20 18:36
8740
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნდა თავდაცვის სამინისტროს განაცხადი გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე, რომლითაც უწყება გეგმავს, 32 მილიონ ლარად ააშენოს ახალი საცხოვრებელი კორპუსები და ბინები სამხრედროებს გადასცეს.

განაცხადის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის უწყება შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ტენდერის გარეშე, სამშენებლო კომპანია “მშენებლი 2011”-თან გასაფორმებელი კონტრაქტის მეშვეობით აპირებს. ახალი კორპუსების აშენება მახათას მთის მიმდებარედ არის დაგეგმილი.

განმარტების მიხედვით, “სამშენებლო კომპანია მშენებელი 2011” კერძო კომპანია არ არის და ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული - სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას” მიერ დაფუძნებულ კომპანიას წარმოადგენს.

სამინისტროს განმარტებით, კომპანიისთვის ერთი კვადრატული მეტრის მშენებლობის თვითღირებულება $200 აშშ დოლარი იქნება, რაც სამინისტროს ინფორმაციით, საბაზრო ფასთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია.

დაჩქარებული შესყდვის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამ პროექტში სამინისტრო ჯარისკაცებისთვის ბინების 50%-ის თანადაფინანსების განხორციელებას გეგმავს. შესაბამისად, ერთი კვადრატული მეტრის შესაძენად ბენეფიციარი $100 დოლარს გადაიხდის, ხოლო $100 დოლარს კი - სამინისტრო.

პროექტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები