მგზავრების მიერ კორონავირუსზე ეჭვის გამო, მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ვერ გადის.
აღნიშნული bm.ge-ის საქართველოს რკინიგზაშიც დაუდასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებმა მიიჩნიეს, რომ 2 მგზავრს, რომელიც სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქეა, აღენიშნებოდა გრიპის ვირუსი, რის გამოც მგზავრებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თვად კი, მატარებელი დატოვეს.
როგორც პრეს-სამსახურში განაცხადეს, „საქართველოს რკინიგზამ“ გამოიძახა ახალი მატარებელი, რომლითაც თბილისი-ბათუმის რეისი შესრულდება.
რაც შეეხება, სავარაუდოდ, ჩინეთის 2 მოქალაქეს, მათ შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდებათ.