მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისის მიკროავტობუსმა“ მერიისგან 300 მიკროავტობუსი გამოისყიდა - კალაძე

60e6bfcf1bc25
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.21 13:16
576
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული 30-მდე მილიონის ღირებულების 300 მიკროავტობუსი კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ იმავე ფასად გამოისყიდა, რა ფასადაც მერიამ შეისყიდა.

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ კომპანიას დამატებით 400 მიკროავტობუსის შესყიდვის ვალდებულება აქვს, რითიც დედაქალაქში წლის ბოლოდან ძველი ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება.

„პირველი 300 მიკროავტობუსი მუნიციპალიტეტმა შეიძინა და კომპანიას ჰქონდა ვალდებულება რომ ეს მიკროავტობუსები გამოესყიდა. მინდა დადასტურებით გითხრათ, რომ 1 ივლისი იყო ის თარიღი, როდესაც ჩვენ მიერ შეძენილი 300 მიკროავტობუსის გამოსყიდვა უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ შეასრულა თავისი ვალდებულება და ეს მიკროავტობუსები იმ ღირებულებით გამოისყიდა, რა ღირებულებითაც ჩვენ შევისყიდეთ. შესაბამისად, მიღებული თანხებით დამატებით მიკროავტობუსების შეძენას ვაპირებთ და კომპანიას აქვს ვალდებულება დამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსი შეიძინოს. საერთო ჯამში, ახალი შესყიდვა 700 ავტობუსია, 300 ნაყიდი გვაქვს და ჯამში, 1 000 მიკროავტობუსი დედაქალაქის მოსახლეობას წლის ბოლოდან მოემსახურება. წლის ბოლოდან არც ერთი ყვითელი ძველი, გაუბედურებული მიკროავტობუსი არ იმოძრავებს, რომელიც ადამიანებისთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა, თუნდაც კომფორტულობით, გამონაბოლქვის თვალსაზრისით... შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი ჰაერის დაბინძურებაში, რომელიც ძალიან მაღალი იყო, წლის ბოლოდან ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდება“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები